ხობის მუნიციპალიტეტის ახალი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობა მიმდინარეობს.
ინფრასტრუქტურული პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 27 160 ლარს შეადგენს.სამუშაოზე ოთხი ადგილობრივია დასაქმებული.
პროექტი მოსახლეობასთან კონსულტაციის შედეგად შეირჩა.
წელს, ხობის მუნიციპალიტეტის 21 ადმინისტრაციულ ერთეულში, 784 ათასი ლარის ღირებულების 50-მდე პროექტი განხორციელდება.