მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება!
პარტია „საქართველოსთვის“ ხობის რეგიონული ორგანიზაციის წარმომადგენლები ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეულის,ყორათის და საბაჟოს უბნის მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.ისაუბრეს სამომავლო გეგმებსა და პერსპექტივებზე, ასევე ახალგაზრდების ჩართულობის აუცილებლობაზე პოლიტიკაში და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში. მოსახლეობამ გამოთქვა სრული მზადყოფნა პარტია „საქართველოსთვის“ მხარდასაჭერად.







