ხობში სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა



 ქ. ხობის კულტურის სახლის მცირე დარბაზში სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა, რომელიც წმინდა ცოტნე აღმსარებლის (დადიანი) ხსენებას მიეძღვნა.

კონფერენციის მომხსენებლები იყვნენ ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გელა მამფორია და ისტორიკოსი, მკვლევარი გოგიტა ჩიტაია. რომლებმაც წარმოადგინეს თემები „ცოტნე დადიანის სახე ქართულ ლიტერატურაში“ და „ხობი - ცოტნეს ქალაქი“.
ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.