ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ხობის მუნიციპალიტეტში გაღმა საჯიჯაოს და შუა ქვალონის ადმინისტრაციული ერთეულები იქმნება. საკითხი უკანასკნელ პერიოდში არაერთგზის დაისვა ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან და აქტიურად განიხილებოდა ხელისუფლების სხვადასხვა ორგანოში. გეოგრაფიული განლაგებისა და მოსახლეობის განსახლების გათვალისწინებით, საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულს გამოეყოფა სოფელი გაღმა საჯიჯაო და ჩამოყალიბდება ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად, ხოლო ქვემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულს გამოეყოფა სოფლები გვიმარონი და ჭითაუშკური, რომლებიც გაერთიანდებიან ახალ, შუა ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში. მიღებული გადაწყვეტილება გაღმა საჯიჯაოს, გვიმარონისა და ჭითაუშკურის მოსახლეობას საშუალებას მისცემს საცხოვრებელ ადგილთან ახლოს მიიღოს მუნიციპალური სერვისები.