პარტია ენმ ხობის მერობის კანდიდატის ბესიკ შენგელიას მიმართვა

 


ჩემო ხობელებო! 

ჩემთვის დიდი პატივია ჩავდგე თქვენს სამსახურში, როგორც მუნიციპალიტეტის მერი.

მე ზურგს „ნაციონალური მოძრაობის“ ძლიერი, გამოცდილი და ამავდროულად განახლებული გუნდი მიმაგრებს. მათთან ერთად ვიზრუნებ, რომ ხობი თითოეული თქვენგანისთვის უსაფრთხო და მოწესრიგებული ქალაქი გახდეს. ამიტომაც, ვიღებ გამოწვევას და ვერთვები გადამწყვეტ ბრძოლაში.

ჩემი გამარჯვების შემთხვევაში დაიგეგმება და განხორციელებას შეუდგება მუნიციპალიტეტის განვითარების პროექტები, არჩევნებამდე დარჩენილ მოკლე პერიოდში ვესტუმრები თითოეულ თქვენგანს და თქვენგან მოვისმენ ყველა პრობლემისა და არსებული გამოწვევის შესახებ.


ერთად დავგეგმოთ ხობის ხვალინდელი დღის განვითარების გეგმა და ეტაპობრივად შევუდგეთ მის განხორციელებას!


მოწყვლადი ჯგუფებისთვის გაუმჯობესდება სოციალური და სადაზღვევო პაკეტები, დაწესდება სხვადასხვა სახის შეღავათები. მცირე ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, დაფინანსდება სტარტაპები, გაიზრდება სამოქალაქო ბიუჯეტი.

ტურისტული ობიექტების პოპულარიზაციის მიზნით ჩატარდება საიმიჯო ღონისძიებები.

2 ოქტომბერს, იქნება რეფერენდუმი რომელმაც ჩვენი ქვეყანა უნდა გამოიყვანოს იმ სიდუხჭირიდან და ჭაობიდან რომელშიც ახლა ვიმყოფებით, ამ რეფერენდუმმა უნდა დაასრულოს ქვეყანაში არაპროფესიონალთა და მავნებელ ხელისუფალთა პარპაში, ერთად ყველაფერი შესაძლებელია და მე მაქვს იმედი თქვენი მხარდაჭერისა და გვერდში დგომისა. დადგა დრო დავდგეთ ერთად.

https://www.facebook.com/1301136563267347/posts/4198780333502941/