ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ამბულატორიებში, covid-19 -ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე მოქალაქეთა მიმართვიანობა იზრდება.
დღეს, covid-19 -ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 3 სამედიცინო ამბულატორიაში (პირველ მაისში, ახალ ხიბულასა და საჯიჯაოში) ადგილზე რეგისტრაციით მიმდინარეობს. მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს ,,სინოფარმით“ და ,,სინოვაკით" აიცრან.
ვაქცინაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია, მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახურის უფროსთან შოლინა კანკიასთან ერთად გაეცნო.
ვაქცინაცია უკვე ჩატარდა ხამისკურისა და საგვიჩიოში და ეტაპობრივად ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელდება.