ვაქცინაცია საგვიჩიოსა და ხამისკურში

 


  ✔️  ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში covid 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი  ეტაპობრივად  მიმდინარეობს. 

   ✔️ ვაქცინაცია, კლინიკა ,,მკურნალის“ და  ამბულატორიული ცენტრი “პულსის“  გადამზადებულმა მედიკოსებმა, უბნის ამბულატორიის მედპერსონალთან ერთად,   ამჯერად საგვიჩიოსა და ხამისკურში ჩაატარეს.

  ✔️   მოსახლეობის ვაქცინაცია ადგილზე რეგისტრაციით მიმდინარეობს.

  ✔️ ვაქცინაციის პროცესს, ხობის მუნიციპალიტეტის მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახურის უფროსი შოლინა კანკია  ესწრებოდა.

  ✔️ ადმინისტრაციული ერთეულების ამბულატორიებში ყველა პირობაა შექმნილი ადგილზე მოქალაქეთა უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინაციისთვის. მოქალაქეები იცრებიან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით.

   ✔️ 19 აგვისტოს ვაქცინაცია თორსის ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელდება. ამცრელი ჯგუფები ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში  გააგრძელებენ  ვაქცინაციას.

   #აიცერი
  #stopcovid