მოლოდინები გაკეთებულზე მეტია

 


საჯიჯაო ერთ-ერთი გამორჩეული და დიდი ადმინისტრაციული ერთეულია ხობის მუნიციპალიტეტში, სადაც ცხოვრობს 945 ოჯახი 3330 მოსახლით. ათეული წლების წინათ საჯიჯაოელთა სასახელო საქმეებს შორს გაუთქვამს მისი სახელი და დიდება. მრავალი წარჩინებული ადამიანი ამშვენებდა შეძლებულ და დიდ სოფელს. ყავდათ ორდენოსანი და გმირი ადამიანები. გამორჩეული და ნიჭიერი პედაგოგები, საუკეთესო ახალი თაობა...

 დღესაც საჯიჯაოს დიდი წვლილი შეაქვს ხობის მუნიციპალ;იტეტის აღმშენებლობაში. მიუხედავად სხვადასხვა გამოწვევებისა, აქ ერთი წუთითაც არ წყდება მუშაობა და ხალხის მხარდამხარ დგომა, მათი პრობლემების დაძლევისთვის ზრუნვა, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ხალხისთვის.

თუ რა გაკეთდა ბოლო წლებში საჯიჯაოში, რა არის სამომავლო გეგმები, კითხვით მივმართეთ ხობის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს საჯიჯაოს ადამინისტრაციულ ერთეულში ბატონ ედიშერ ფოცხორაიას.

–ბოლო წლებში აქ ბევრი რამ გაკეთდა ხალხისთვის. მნიშვნელვანი გახლავთ საჯიჯაო-ხიბულის დამაკავშირებელი ახალი გზის ბეტონის საფარის მოწყობა. ჯაპიშაქარში მდინარე ჭანისწყალზე ნაპირსამაგრი სამუშაოები ჩატარდა, აქვე მოეწყო ქუჩების გარე განათება. აშენდა და მწყობრში ჩადგა 4 ხიდი.

სოფელ ზენში ასევე დაიგო ასფალტირებული საფარი და გაკეთდა გარე განათება, აშენდა 2 ახალი ხიდი, შეკეთდა 3 ხიდი. ზენში მოხდა საყანე ფართობების გამიჯვნა საძოვრებისგან (45 ჰექტარი).

სოფელ ზუბში ამოიწმინდა სანიაღვრე არხი და მოეწყო მილხიდები, გაკეთდა გარე განათება.

საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში სასპორტო დარბაზისთვის შეძენილიქნა სპორტული ინვენტარი.

სოფელ გაღმა საჯიჯაოში ორ დიდ აღმართზე დაიგო ბეტონის გზის საფარი. ასევე ბეტონის საფარი დაიგო სასაფლაომდე მისასვლელ გზაზე. საჭანტურიოს უბანში 450 მეტრ გზაზე დაიგო ბეტონის საფარი. 

გაღმა საჯიჯაოში მდინარე „ზანაძგაში“ გაკეთდა 2 ახალი ხიდი, რომლის ღირებულებამ 45 000 ლარი შედგინა. საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში აშენებულია და მოქმედებს ახალი საბავშვო ბაღი, რომელიც ბავშვების აღზრდის მნიშვნელოვანი კერაა.

საჯიჯაოს #1 საჯაროს სკოლაში გამოიცვალა სახურავი, სამივე სართულს ჩაუტარდა სარემონტო სამუშაოები, გაკეთდა სპორტული დარბაზი. გამოიყო და მოქმედებაშია მედდის ოთახი. 

საჯიჯაოელთათვის მნიშვნელოვანი და სავიზიტო ბარათია კულტურის სახლის არსებობა, შენობა, რომელსაც სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. 

ადმინისტრციულ ერთეულში აშენდა 5 ახალი მოსაცდელი.

14 სოციალურად დაუცველ ოჯახს დაუფინანსდა საცხოვრებელი სახლებისთვის სახურავის შესაძენად საჭირო თანხა. წლების წინათ კი 28 ოჯახს სტიქიისგან დაზიანებული სახურავის გამოცვლა დაუფინანსდა.

ადმინისტრაციულ ერთეულში გაიხსნა და მოქმედებს პოლიციის განყოფილება.

ამჟამად მთელი აქცენტი გადატანილია მიმდინარე წლის პროექტების განხორციელებაზე. 

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ სოფელ ზენში სასაფლაომდე მისასვლელ გზაზე დაიგება ბეტონის საფარი. 

ჯაპიშაქარში გაკეთდება გარეგანათება. ასევე გარეგანათება მოეწყობა სოფელ ზუბში. სოფელ გაღმა საჯიჯაოში დაიწყება გზის მოხრეშვითი სამუშაოები.

ადმინისტრაციული ერთეულის ოთხივე სოფელი გაზიფიცირების დაწყების მოლოდინშია.

მიმდინარე წელს განხორციელდება სოფლის ადმინისტრაციული ცენტრიდან, ზუგდიდთან დამაკავშირებელი 4 კილომეტრიანი გზის მოწყობა ასფალტობეტონის საფარით.

მიმდინარე წელი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წელია. იმედია, არჩევნები ტრადიციულად ნორმალურ პირობებში ჩატარდება.

ახლა ასევე უმთავარესია, სოფლის თითოეულმა მოსახლემ გამოიჩინოს გულისხმიერება, იზრუნოს იმისთვის, რომ დავძლიოთ პანდემია და თავიდან ავიცილოთ მისგან გამოწვეული საფრთხეები, ავიცრათ! გავითვალისწინოთ ექიმების მოწოდებები და რეკომენდაციები. 

საუბარი ჩაიწერა ნანი კილასონიამ.

გაზეთი „ხობის მოამბე“ 2021 წლის 14 აგვისტო N10