ახალსოფლის საჯარო სკოლის აბიტურიენტმა - ანანო ხარაიშვილმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მაღალი ქულები აიღო

 


ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის აბიტურიენტმა - ანანო ხარაიშვილმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მაღალი ქულები აიღო.


მისი ქულა ქართულ ენასა და ლიტერატურაში 70-დან 65, ხოლო ინგლისურ ენაში 80-დან 78-ია.
აღსანიშნავია, რომ ანანო ხარაიშვილი ვერცხლის მედლის კანდიდატიცაა.

სკოლა ულოცავს კურსდამთავრებულს ამ წარმატებას და იმედოვნებენ, რომ მომავალშიც იამაყებენ მისი წინსვლით.

„როგორც უკვე ვიცით აბიტურიენტების შრომის შედეგები ნელნელა ცნობილი ხდება, გვინდა გაგაცნოთ ჩვენი სკოლის 2020-2021 სასწავლო წლის წარმატებული კურსდამთავრებული. ეს არის ანანო ხარაიშვილი. ანანომ წარმატებით დაამთავრა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლა. გახლავთ ვერცხლის მედალოსანი. ეროვნულ გამოცდებსაც წარმატებით ართმევს თავს. მან ინგლისურ ენაში 80-დან 78 ხოლო, ქართულში 70-დან 65 ქულა აიღო. სკოლის მთელი შემადგენლობა ულოცავს ანანოს ამ შედეგებს. ვუსურვებთ კიდევ ბევრ წარმატებას ცხოვრების ახალ ეტაპზე“,- ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 2 აგვისტოს დასრულდა.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულების გამოქვეყნება 2 აგვისტოდან დაიწყო.

წყარო: https://www.etaloni.ge

ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლე ერთი წლის განმავლობაში ამერიკაში ისწავლის


ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლე დიანა კოტრიკაძე ერთი წლის განმავლობაში FLEX-ის პროგრამით ამერიკაში ისწავლის. 

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მეთერთმეტე კლასის მოსწავლე დიანა კოტრიკაძემ FLEX-ის პროგრამაში მიიღო მონაწილეობა და მისი ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა. იგი ერთი წლის განმავლობაში კოლოდაროს შტატში ისწავლის და იცხოვრებს.

მთელი სკოლა ულოცავს დიანა კოტრიკაძეს ამ დიდ წარმატებას და იმედოვნებენ, რომ მომავალშიც ბევრჯერ იამაყებენ მისი წინსვლით.

„დიანა ძალიან მონდომებული, მშრომელი, მიზანმიმართული გოგონაა და გვჯერა, წინ კიდევ ბევრი წარმატება ელოდება. ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი კუკური ნაცვლიშვილი, სკოლის დირექცია, ადმინისტრაცია და პედაგოგები ულოცავენ დიანას ამ წარმატებას. ჩვენ გვჯერა შენი, გვეიმედები და გვეამაყები!“, - ამბობენ სკოლაში.

https://www.etaloni.ge/geo/main/index/58738?fbclid=IwAR27D6a2g1xgxHx-OkETli6CjD3Z1rX6Zk41nNQ7AKrR9dAAuDml3G4jLU8