ძველი ხიბულის წმინდა ლაზარეს აღდგინების სახელობის ტაძარში ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად პარაკლისი გადაიხადა.
ღვთისმსახურებას ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ.
ძველ ხიბულაში ტაძარი, სამრეკლო და სამრევლო სკოლა ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით შენდება.
ძველ ხიბულაში ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით აშენდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მემორიალურ სახლს.
https://www.facebook.com/media/set/?vanity=KhobiMunicipality&set=a.4383544468375095