პარტია „საქართველოსთვის“ ხობის ლიდერის ბადრი ჯობავას განცხადება სოციალურ ქსელში


პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის“ ხობის ლიდერის ბადრი ჯობავას განცხადება სოციალურ ქსელში:

 დღევანდელი განცხადებით მმართველმა პარტიამ კიდევ, ერთხელ გაუცრუა იმედები არა მარტო საქართველოს მოქალაქეებს, არამედ საკმაოდ შემცირებულ მის მხარდამჭერებსაც. 19 აპრილის შეთანხმებაზე უარის თქმით, ხელისუფლებამ მომდევნო დარტყმა მიაყენა ქვეყნის საერთაშორისო იმიჯსაც.

საკუთარი ქცევის გასამართლებელ მიზეზად ნაციონალური მოძრაობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების (შეთანხმებაზე ხელმოუწერლობა) გამოყენება, ყველა საღად მოაზროვნე ადამიანში იწვევს ეჭვს, რომ ეს ორი ძალა ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ შეთანხმებულად მოქმედებენ, გიორგი გახარიას და მისი პარტიის „საქართველოსთვის“ მხარდაჭერა ორივე მათგანს აშინებს. სამწუხაროა, როცა ხელისუფლებაში ხალხის სრული მხარდაჭერით მოსული პოლიტიკური ძალა ემსგავსება მის წინამორბედს და ხელისუფლებას ჩაბღაუჭებული იწყებს სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ მოქმედებას.