ხობში წყლდიდობამ პრობლემები შექმნა ადგილზე მუშაობს სპეცტექნიკა

 


ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურში, ხეთაში და პირველ მაისში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. დაიტბორა ეზოები, ქუჩები და სავარგულები.

ცენტრალურ მაგისტრალზე რამდენიმე წუთით მოძრაობა შეფერხდა, თუმცა დილიდან მუშაობდა მძიმე ტექნიკა, ამოიწმინდა არხები და ამჟამად საავტომობილო მიმოსვლა შეუფერხებლად ხორციელდება.

ადგილზე იმყოფებიან ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები ვარაზ გაბედავა, მახარე ჩოკორაია და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები.

https://www.facebook.com/media/set/?vanity=KhobiMunicipality&set=a.4376557785740430