
ხობის ახალგაზრდული განვითარების პროგრამის მონაწილეებისთვის ჩატარდა შეხვედრა თემაზე: ,,ლიდერობა"

შეხვედრაზე მონაწილეები გაეცნენ ლიდერობის არსს, სტილებსა და ლიდერის მართვის პრინციპებს, წარმოადგინეს როლური თამაშები, ასევე განიხილეს მსოფლიოში ცნობილი სხვადასხვა ლიდერის შესახებ ინფორმაცია.

ხობის ახალგაზრდული პროგრამის მიზანია: ხელი შეუწყოს, ხობის მუნიცილალიტეტის 9 ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები 13-17 წლამდე ახალგაზრდების სრულფასოვანი განვითარებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნას, სადაც ახალგაზრდები შეძლებენ საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებასა და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში აქტიურ ჩართულობას.

პროგრამაში მონაწილეობა, ახალგაზრდებს ხელს შეუწყობს სრულად გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები საკლუბო აქტივობებში მონაწილეობით, განივითარონ სოციალური კომპეტენციების ფართო სფექტრი და მონაწილეობა მიიღონ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

პროგრამის მონაწილეები გაივლიან 12 თემატურ ტრენინგს

მონაწილეობას მიიღებენ საკლუბო შეხვედრებში

გასვლით აქტივობებში

შეხვდებიან მოწვეულ სტუმრებს და სპიკერებს

პროგრამა თანადაფინანსებულია ადგილობრივი თვითმმართველობისა და სოციალური საწარმო ჩირიგე -ს მიერ.