ხობის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს - სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საბჭოს თავმჯდომარე, გვანცა კიკალეიშვილი უძღვებოდა.
სხდომაზე საბჭოს წევრებმა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ერთ-ერთი ფორმის - სამოქალაქო ბიუჯეტის დანერგვის, ნაგვის ურნების შეძენის და ადმინისტრაციულ ერთეულებში განთავსების საკითხები განიხილეს.
მრჩეველთა საბჭოს სხდომას მერი გოჩა ქაჯაია და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ.
საზოგადოებრივ საწყისებზე შექმნილი სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო შეიმუშავებს და მერს წარუდგენს სამოქალაქო ინიციატივებს, რეკომენდაციებს და მოსაზრებებს.