ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საქართველოს პროფესიული კავშირის ორგანიზებით საჯარო მოხელეებთან სემინარი ჩატარდა.
სემინარის ფასილიტატორებმა საქართველოს პროფესიული გაერთიანების ინსპექციის უფროსმა ნიკა კიკაშვილმა და
იმერეთის ოფისის კოორდინატორმა ირაკლი მხეიძემ საქართველოს ორგანული კანონის ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ", შრომის უსაფრთხოების სფეროს მარეგულირებელ ნორმატიულ აქტებზე და შრომის უსაფრთხოებაზე სახელმწიფო ზედამხედველი უწყებების უფლება-მოსილებებზე, საწარმოოში უბედური შემთხვევების შედეგად დაზარალებულთა ზიანის ანაზღაურების საკითხებსა და საქართველოს ორგანული კანონით ,,შრომის კოდექსით განსაზღვრულ რეგულაციებზე” ისაუბრეს.
სემინარს დამსწრე საზოგადოებასთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია და
საქართველოს პროფესიული კავშირის ხობის კოორდინატორი
დიანა ჯანჯღავა ესწრებოდნენ.