✅ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის ადმინისტრაციული ერთეულის
სოფელ კუთხე ნოჯიხევში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
✅პროექტის შესაბამისად 1.7 - კილომეტრზე დაიგება ასფალტის
საფარი, მოეწყობა გაბიონი, ბეტონის არხი და რკინის ცხაურები.
✅პროექტს ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხობის მუნიციპალიტეტის
მერია ახორციელებს.
✅გზის რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა გაეცნენ.
✅სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია
შპს „ბილდინგ გრუპ 17“ აწარმოებს.
✅ხობის
მუნიციპალიტეტში 2013 წლიდან დღემდე, 135 კილომეტრზე მეტი გზის რეაბილიტაცია განხორციელდა.