ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გაღმა საჯიჯაოში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტის შესაბამისად 2-კილომეტრამდე მონაკვეთზე დაიგება ცემენტ-ბეტონის საფარი და მოეწყობა ხიდ-ბოგირი.
გზის რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია გაეცნენ.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.
სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „შარა-გზამშენი პირველი“ აწარმოებს.