,,იყავი აქტიური, იყავი ჩართული“

 

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის საკომფერენციო დარბაზში არასამთავრობო ორგანიზაცია ,,პოლონეთის სოლიდარობის ფონდის“ ორგანიზებით, ჩართულობის მექანიზმების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას, რომელსაც ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, მერის მოადგილები და მერიის სამსახურის უფროსები ესწრებოდნენ, ფასილიტატორები ნანა გოგოხია და მონიკა ჩიქობავა უძღვებოდნენ.

პროექტის ,,იყავი აქტიური, იყავი ჩართული“ მიზანია წალენჯიხისა და ხობის მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი თვითმმართველობისა და მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის გაზრდა ჩართულობის მექანიზმის შესახებ, ტრენინგებისა და საინფორმაციო კამპანიის გზით. ასევე სამოქალაქო ბიუჯეტის მექანიზმის დანერგვის ხელშეწყობა წალენჯიხასა და ხობში.

პროექტის მხარდამჭერია პოლონური ორგანიზაცია ,,სოლიდარობის ფონდი PL საქართველოში”
https://www.facebook.com/media/set/?vanity=KhobiMunicipality&set=a.4255003717895838