#ნუწაართმევბავშვობას

 

ხობის მუნიციპალიტეტის მერია შეუერთდა შინაგან საქმეთა სამინისტროს აქციას  #ნუწაართმევბავშვობას. აქციის ფარგლებში,
ხობის ცენტრალურ პარკში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორები,ხობის მუნიციპალიტეტის მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის წარმომადგენლები, სოციალური მუშაკი და ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში გენდერული თანასწორობაზე პასუხისმგებელ პირი ახალგაზრდებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე აქტუალური თემები იყო ბავშვობის ასაკში ქორწინება, მისი გამომწვევი მიზეზები, საზოგადოების როლი ბავშვობის ასაკში ქორწინების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, ბავშვობის ასაკში ქორწინების უარყოფითი შედეგები, ბავშვთან ქორწინების მოტივით ჩადენილი დანაშაულები და ამ ტიპის დანაშაულებისადმი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიდგომები, სოციალური მუშაკის და სოციალური სამსახურის როლი ნაადრევი ქორწინების პრევენციაში.
შეხვედრას დამსწრე საზოგადოებასთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა.
https://www.youtube.com/watch?v=0yb7D1VHVWE
გრძელდება შეხვედრები,რომლის მიზანია ნაადრევი ქორწინების პრაქტიკის აღმოფხვრა.