ü პირველი ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის
მშენებლობა მიმდინარეობს.
ü პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 500 000 ლარს შეადგენს.
ü მიმდინარე სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ
ნუკრი ხასიამ და ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ვარაზ გაბედავამ დაათვალერეს.
ü ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით
ხორციელდება.
ü სამშენებლო სამუშაოები ბოლო ფაზაშია და მალე დასრულდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ, სასწავლო-აღმზრდელობითი
პროცესი კეთილმოწყობილ გარემოში წარიმართება.
ü 2013 წლიდან დღემდე ხობის მუნიციპალიტეტში აშენდა ორი საბავშვო
ბაღი, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 10-ს და მიმდინარეობს ორი ბაღის მშენებლობა.
ü პირველ ხორგაში გასულ წელს ცენტრალური გზის სრული რეაბილიტაცია
განხორციელდა,
ხოლო ცენტრალურ ქუჩაზე დამონტაჟდა
გარე განათების სისტემა.










