დიანა ლომაია ფიდეს რეიტინგს 34 პუნქტით იმატებს

 


4 ტური გათამაშდა საქართველოს ქალთა 78-ე ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში. უძლიერეს მოჭადრაკეებთან, ურთულეს ბრძოლებში დიანა ლომაიამ 1,5 ქულის აღება შეძლო. მან დაამარცხა საერთაშორისო დიდოსტატი ინგა ხურცილავა, ხოლო ფრედ დაასრულა შეხვედრა ასევე საერთაშორისო დიდოსტატთან სოფიო გვეტაძესთან. დიანამ 2 შეხვედრა დათმო საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების ლიდერებთან, ბელა ხოტენაშვილთან და მერი არაბიძესთან. დიანა 4 ტურის შემდეგ ფიდეს რეიტინგს 34 პუნქტით იმატებს. ჩემპიონატის დასრულებამდე დარჩა 5 ტური.

წყარო: https://www.facebook.com/261361820563102/posts/4370740206291889/