13 ივნისის ტრაგედიიდან ექვსი წელი გავიდა. მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის ორი ხობელი ახალგაზრდა - ინდირა და ლიზი ზარანდიები.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის მოადგილემ ლუდუკი ხასიამ, ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ, მერის მოადგილეებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს ინდირა და ლიზი ზარანდიების ხსოვნას და მათი საფლავები ყვავილებით შეამკეს.