ხობის მუნიციპალიტეტის ქვემო ქვალონის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გიმოზგონჯილში სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ნატანი მასისაგან გაიწმინდება 4.5-კილომეტრიანი სანიაღვრე არხი.
სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 97777 ლარს შეადგენს.
წელს გიმოზგონჯილში ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ასევე განხორციელდება ხიდის რეაბილიტაცია.

