დოკ.ფილმი „ნატოჩაო“ (ისტორიული უბანი სენაკის მუნიციპალიტეტში)



სოფელი ნატოჩაო დღევანდელი ქალაქ სენაკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობდა. იგი თეკლათის თემში შედიოდა. ნატოჩაო აღნიშნულია1861 წლის რუკაზე. ამ დროს ახალ სენაკი ჯერ კიდევ არ არსებობდა.
სოფელი ნატოჩაო ფიქსირდება საარქივო მასალებში, მათ შორის: ნატოჩაოს წმ. გიორგისა და სოფელ ნოჯიხევის წმ. მთავარანგელოზთა ეკლესიებისXIX საუკუნის მეტრიკული წიგნების ჩანაწერებში.პროფესორ პაატა ცხადაიას წიგნში ,,სამეგრელოს გეოგრაფიული სახელწოდებანი, VII, სენაკის რაიონი’’ XX საუკუნეში ფიქსირდება ქალაქ სენაკის უბნის სახელი ,,საკალანდარასკუო’’, აგრეთვე მისი ქართული ვარიანტი ,,საკალანდარიშვილო’’. მისი წარმოშობა უკავშირდება აქ გურიიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს, გვარად კალანდარაშვილებს, რომლებიც ნატოჩაოს წმ. გიორგის ეკლესიაში მსახურობდნენ.საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული ნატოჩაოს წმ. გიორგის ეკლესიის XIX საუკუნის მეტრიკული წიგნების ჩანაწერები შედგენილია მთავარ ხუცესების (,,ბლაღოჩინების’’) ნიკოლოზ და არისტრახო კალანდარიშვილების ზედამხედველობით.
სოფელ ნატოჩაოსა და ნატოჩაოს წმ. გიორგის ეკლესიის შესახებ საინტერესო ცნობებია გამოქვეყნებული: გაზეთ ,,ივერიის’’- 1893 წლის 167-ე და 177-ე, 1895 წლის 105-ე, 1896 წლის 31-ე, 1897 წლის 125-ე, 1900 წლის მე-13-ე ნომრებში; გაზეთ ,,ცნობის ფურცელის’’ 1898 წლის 468-ე და 637-ე ნომრებში; გაზეთ ,,ნოვოე ობოზრენიეს’’ 1895 წლის N 3216-ში, გაზეთ ,,ივერიის’’ 1896 წლის N 31-ში, 1897 წლის გაზეთ ,,კავკაზის’’ N 113-ში; 1917 წლის კავკასიის კალენდარში. გაზეთ ,,კომუნისტის’’ 1925 წლის 208-ე ნომერში.
გაზეთ ,,ცნობის ფურცელის’’ 1898 წლის 468-ე ნომერში გამოქვეყნებულია პატარა წერილი, სახელწოდებით ,,სოფელი ნატოჩაო’’, საიდანაც ვიგებთ, რომ ადგილობრივ ეკლესიაში მღვდელ სიმონ კალანდარაშვილს პანაშვიდი გადაუხდია ერეკლე მეფის სულის მოსახსენებლად, ხოლო იმავე წლის ,,ცნობის ფურცლის’’ 637 ნომერში სოფელ ნატოჩაოს სამრევლო სკოლის მასწავლებელი ტრიფონ კალანდარაშვილი მადლობას უხდის გრიგოლ ხუნწარიას, რომელსაც სოფელ ნატოჩაოს წმ. გიორგის სახელობაზე დაარსებულ სამრევლო სკოლისათვის ნივთიერი შემწეობა აღმოუჩენია.გაზეთ ,,ივერიის’’ 1900 წლის მე-13 ნომერში წერია:
1923 წლის აღწერის მიხედვით ნატოჩაო თეკლათის თემში შედის. 1930 წლის თეკლათის საბჭოში შემავალ სოფელ ნატოჩაოში 100 კომლი, 493 კაცი და 493 ქალი ცხოვრობს. ძველადქუთაისიდან ფოთსა და აფხაზეთში მიმავალი გზა ნატოჩაოზე გადიოდა. შემდგომ, როდესაც 1868 წელს ახალი გზატკეცილი, ხოლო 1871 წლიდან რკინიგზა გაიყვანეს, სოფელი ნელ-ნელა დაიცალა, მოსახლეობამ ბარისკენგადაინაცვლა დაქალაქ სენაკის ზრდასთან ერთად მის ფარგლებში მოექცა.
ნატოჩაოს წმ. გიორგის სახელობის ეკლესია ქალაქ სენაკის ცენტრიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, მაღალ, ძალიან ლამაზ ბორცვის წვერზე მდებარებს. მის ირგვლივ ქალაქის სასაფლაოა. აგებულია კირქვით. მისი კედლები მოწმობს, რომ იგი ბევრჯერ ყოფილა დანგრეული და შესაბამისად აღდგენილი. სამხრეთის კარისა და აღმოსავლეთის სარკმელები მოჩარჩოებულია ლამაზი ჩუქურთმებით, ეს ორნამენტები მიუთითებს, რომ აქ ტაძარი ჯერ კიდევ განვითარებულიშუასაუკუნეების დროს X-XIII საუკუნეებში მდგარა. ტაძრიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით დაახლოებით 50 მეტრის დაშორებით ძველი ნაგებობის მცირე ნაშთია შემორჩენილი.
ნატოჩაოს წმ. გიორგის ეკლესიის ჩრდილოეთით, 700 მეტრის დაშორებით მდებარეობსნატოჩაოს ჯიხა-ციხე. მის შესახებ თავიანთ შრომებში წერენ მეცნიერები: პარმენ ზაქარაია, თამილა კაპანაძე, დავით ლომიტაშვილი, ნიკოლოზ მურღულია, დავით ჭითანავა. ისინი ამ ობიექტს ეგრისის სამეფოს IV-VI საუკუნეების სხვა ციხეებს ამსგავსებენ და ამავე პერიოდით ათარიღებენ.
ციხე შედგება გალავნისა და კოშკისაგან, იგი ძლიერ დაზიანებულია, დაფარულია ხეებითა და ეკალ-ბარდებით. კოშკი რამდენიმე სართულიანი ყოფილა, გალავანი და კოშკიც ბევრგან გაბზარული და ჩამოშლილია, ნაშენია დიდი ზომის ფლეთილი კირქვით. არქიტექტორ ლ. გიორგაძის აღწერით კოშკის გარე ზომებია 7x7.20 მეტრი. გალავნისა 23x26 მეტრზე. ციხე-სიმაგრეზე სრული წარმოდგენის შექმნისათვის საჭიროა მისი გაწმენდა ხე-მცენარეებისაგან. იგი ჩვენც დავათვალიერეთ, ეკალ-ბარდების გამო ძალიან გაგვიჭირდა ციხის ეზოში შეღწევა.შიდა ეზოში შესვლის შემდეგ გაგვიჩნდა ეჭვი, რომ კოშკი უფრო ძველ ნაგებობაზე დგას.გალავნის შიგნით შევნიშნეთ ეგრისული პერიოდის აგურის, კრამიტისა და გაურკვეველი თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები.ციხის გარეთ დასავლეთით, დაახლოებით 70 მეტრის დაშორებით შეინიშნება გაურკვეველი ნაგებობის ნაშთები.
ამ მიდამოებში დაიგეგმამაღალი ძაბვის ელექტრო გადამცემი ხაზების გაყვანა, რომელსაც 2011 წელს წინ უძღოდა დაზვერვითი არქეოლოგიური სამუშაოები. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ მოავლინა არქეოლოგები ნანა და რევაზ პაპუაშვილები და ლერი ჯიბლაძე. დაზვერვითი არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად აღმოჩნდა, რომ აქ ძალიან დიდი ელინისტური ხანის, ქრისტემდე IV-III საუკუნეების დასახლება ყოფილა.
თანამედროვე წყაროებში ზემოთ აღნიშნული კულტური მემკვიდრეობის ობიექტებინატოჩაოს, სენაკის, საკალანდარაშვილოს სახელწოდებით გხვდება, რაც გარკვეულ დაბნეულობას იწვევს. მართებულია მათ თავიანთი ისტორიული სახელით ვიხსენიებდეთ, თუმცა შესაძლებელია ფრჩხილებში მიეწეროს სენაკის უბნის საკალარანდაშვილოს სახელიც.
ნატოჩაოს (საკალანდარაშვილოს) წმ. გიორგის ეკლესია და ნატოჩაოს (საკალანდარაშვილოს) ჯიხა-ციხე,აგრეთვეჯიხის შემოგარენი სამეცნიერო და ტურისტული თვალსაზრისით ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანია. აქედან კოლხეთის ბარის, მდინარე ტეხურის, ქალაქ სენაკის ძალიან ლამაზი ხედები იშლება. ჩრდილო-დასავლეთით მოჩანს შხეფის ცნობილი ჯიხა. მოწმინდილ ამინდში მოჩანს შავი ზღვა. ჯიხა და მისი შემოგარენი უნდა გაიწმინდოს ხე-მცენარეებისაგან და იგი სენაკის სტუმრებისათვის ძალიან მიმზიდველ ტურისტულ ობიექტად გადაიქცევა.
ტექსტის ავტორი გოგიტა ჩიტაია
2021 წელი.

„კურსორის“ სტუმარი ედიშერ ბაღათურია ფილმის თაობაზე 28 04 21


"მეცხრე ტალღის" მასალა http://nwbc.ge.