ხობის მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

 

ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციული ერთეულის კორცხოს უბანში გზის რეაბილიტაცია დასრულდა.

   პროექტის შესაბამისად ხეთაში აშენდა ნაპირდამცავი გაბიონი, 1.8 კილომეტრზე დაიგო ცემენტ-ბეტონის საფარი, მოეწყო სანიაღვრე არხები და ეზოებში შესასვლელები. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებამ 1 მილიონ 487 ლარი შეადგინა.

  ასევე დასრულდა ახალსოფელი-შუა ხორგის დამაკავშირებელი შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი.
  
დასრულებული სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ და მერის მოადგილემ მახარე ჩოკორაიამ დაათვალიერეს.

     პროექტები, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.