ხობის კულტურის სახლის მცირე დარბაზში არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჰელფინგ ჰენდმა,“ ახალგაზრდებისთვის
ტრენინგი ჩაატარა.
ტრენინგზე ხობელი
ახალგაზრდები პანდემიის დროს პირადი დაცვის საშუალებების სწორად და მიზნობრივად
გამოყენების მნიშვნელობას და ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ არსებულ პრევენციულ
ღონისძიებებს გაეცნენ. ასევე, მიიღეს ინფორმაცია თუ რამდენად მნიშვნელოვანია
თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა და რეკომენდაციების დაცვა დაავადებათა გავრცელების აღმოსაფხვრელად.
,,ახალგაზრდების ჩართულობა ჰიგიენის
ხელშეწყობისათვის კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ“ ინიციატივის მიზანია
პანდემიის პირობებში ჰიგიენის დაცვის
საკითხებთან დაკავშირებით ცნობადობის
ამაღლება ახალგაზრდებსა და მოზარდებში. ასევე, ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების წესის
დამკვიდრების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია.