26 მაისს, ხობის ცენტრალურ სტადიონზე მოყვარულთა ლიგის მუნიციპალური ეტაპის ფინალური შეხვედრები გაიმართა. პირველობის გამარჯვებული ხობის „კოლხეთი“ გახდა, მეორე ადგილი ახალმა ხიბულამ დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე ხეთის გუნდი გავიდა. გამარჯვებულ და პრიზიორ გუნდებს თასები და სიგელები გადაეცათ.
სპორტულ ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ხობის მუნიციპალიტეტში საფეხბურთო პირველობა საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის, ხობის მუნიციპალიტეტის მერიის და „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ორგანიზებით განხორციელდა.
მუნიციპალური პირველობის გამარჯვებული „კოლხეთი“ მოყვარულთა ლიგის რეგიონულ ეტაპზე იასპარეზებს.