🔵ხობის
მუნიციპალიტეტის შავღელეს ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაციის
დასკვნითი ეტაპი მიმდინარეობს.
🔵სარეაბილიტაციო გზის სიგრძე ერთი კილომეტრია.
🔵 პროექტის ჯამური სახელშეკრულებო ღირებულება 2,5 მილიონ ლარს შეადგენს.
🔵გზის რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების
ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
🔵 სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ და მერის მოადგილემ მახარე ჩოკორაიამ
დაათვალიერეს.
🔵 გზა, რომელიც სოფელს სენაკი-ფოთი-სარფის
საავტომობილო მაგისტრალთან აკავშირებს, წლების განმავლობაში ამორტიზირებული იყო და
მოსახლეობას გადაადგილებისას პრობლემებს უქმნიდა.
🔵პარალელურად
შავღელეში საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტის
სახელშეკრულებო ღირებულება 2 მილიონ 193 ათას ლარს შეადგენს.