ხობის მუნიციპალიტეტის ყულევის ადმინისტრაციულ ერთეულში მდინარე ხობისწყალზე ნატანდამჭერი ბარიერის მოწყობა მიმდინარეობს.
პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.
ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის მახარე ჩოკორაიას
განმარტებით: ნატანდამჭერი ბარიერი უზრუნველყოფს წყალდიდობის დროს მდინარის მიერ ჩამოტანილი
მყარი ნატანისა და ხე-მცენარეების დაჭერას.
შავი ზღვის აუზის
მდინარეებზე, სოფელ ანაკლიიდან ქალაქ ქობულეთის ჩათვლით, ნატანდამჭერი სისტემის მოწყობაზე
8მილიონ 747 ათასი ლარი დაიხარჯება.