შპს „საქართველოს მელიორაცია“ ხობის მუნიციპალიტეტში, ჭალადიდის დამშრობ მასივზე მორიგ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს.შუა ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან იწმინდება 7.5 კილომეტრი სიგრძის წყალშემკრები და კოლექტორული არხები.
სამუშაოების დასრულების შემდეგ 100 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე არხების გამტარუნარიანობა გაუმჯობესდება.