ხობის მუნიციპალიტეტში გარე განათების მოწყობა მიმდინარეობს

 

„სენაკი-ფოთი-სარფის“ საერთაშორისო საავტომობილო გზის ხობის მონაკვეთზე (ქვემო ქვალონის, საგვიჩიოს, ჭალადიდისა და პატარა ფოთის ადმინისტრაციული ერთეულები)  გარე განათების სისტემის მოწყობა მიმდინარეობს.

პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 4 მილიონ 72 ათასი ლარია

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განათების სიტემა 23-კილომეტრიან მონაკვეთზე მოეწყობა.

გარე განათების მოწყობის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა გაეცნენ.

პროექტს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.