ახალგაზრდობის სააგენტოსა და მერიას შორის მემორანდუმი გაფორმდა (ვიდეო)

 

ახალგაზრდობის სააგენტომ, „მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკისრეფორმა ხობის მუნიციპალიტეტში დაიწყო, რაც  ადგილობრივი ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის შექმნას გულისხმობს.

   ახალგაზრდობის სააგენტომ, „მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკისსარეფორმო მიმართლების ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტში შეხვედრა გაიმართა. ადგილზე ახალგაზრდობის სააგენტოსა და  მუნიციპალიტეტის მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

   შეხვედრას საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია, ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა  და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ.

   ხობი 30 მუნიციპალიტეტთაგან ერთერთია, რომელშიც სააგენტომმუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის რეფორმა დაიწყო და მიზნად ისახავს, ადგილზე, ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის შექმნას. რეფორმის ფარგლებში, სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლობით ადგილზე ,,ახალგაზრდების გამოწვევების, საჭიროებების, რესურსებისა და ინტერესებისკვლევა ჩატარდება, როგორც თვისებრივი ისე რაოდენობრივი მეთოდოლოგიით. აღნიშულ კვლევას დაეფუძნება, ადგილზე ახალგაზრდული სტრატეგიის დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა.

  მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკისორგანიზაციული გაძლიერების უზრუნველსაყოფად, სააგენტო პროგრამის მონაწილე მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის საკითხებზე პასუხისმგებელ ორ თანამშრომელს კვალიფიკაციის ასამაღლებელ ონლაინ პლატფორმაში ჩართავს, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ ,,ახალგაზრდობის კოორდინატორისსერტიფიკატს. აღნიშნული პროცესი უზრუნველყოფს ახალგაზრდების აქტიურ მონაწილეობას საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში და მათი პოტენაციალის სრულად რეალიზებას.