ლამაზი ცხოვრების თანაზიარი

 


მედიცინის doqtoris, თეონა დარასელია  ბავშვობის ულამაზესმა წლებმა ხობში–პირველ მაისში გაიარა მშობლებთან–თინათინ (ფისო) მიქელთაძესთან და ჯემალ დარასელიასთან, და-ძმა–ხატია და დათოსთან ერთად. მას ბავშვობისას „თოჯინა“ შეარქვეს გამორჩეული სილამაზის გამო და ეს სახელი შემდგომ ზედსახელად  ექცა...

თეონა 1967 წელის 20 დეკემბერს დაიბადა. 1985 წელს პირველი მაისის საშუალო სკოლის წარმატებით დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა ქ. კემეროვოს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სამკურნალო ფაკულტეტზე. 1989 წელს სტუდენტი გოგონა ქალაქ სოხუმში ნაპო გაბელიას ცნობილი ოჯახის რძალი გახდა. მაშინ პაატა გაბელიაც სტუდენტი იყო. დაოჯახების შემდეგ თეონამ სწავლა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფალკულტეტზე დაასრულა. ცხოვრება ისევ ლამაზად, სიყვარულით, სწავლითა და მომავლის იმედით გაგრძელდა...

1987–1993 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნიერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა თბილისის №4 სამშობიარო სახლის კლინიკურ ინტერნატურაში (1993-1994 წ.წ.). შემდეგ იყო ორდინატურა- ჟორდანიას სახელობის რეპროდუქციის სასწავლო კვლევით ინსტიტუტში. 2001 წელს თეონა დარასელიას ცხოვრებაში იყო ეტაპი დიპლომის შემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემია. 2004–2006 წლებში სწავლობდა  და დაამთავრა კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურა და მედიცინის დოქტორის ტიტული მიიღო.

მისთვის სწავლისადმი და სამედიცინო სფეროში სიახლეთა დაუფლებაში წარმატებათა მოპოვება გახდა მიზანმიმართული საქმიანობა.

წლების განმავლობაში მეცნიერი ქალბატონის ცხოვრებაში იყო მნიშვნელოვანი მომენტები, რომელიც სხვადასხვა კონფერენციებში, სემინარებში, კონგრესებში მონაწილეობით და სერთიფიკატების სიმრავლით აღინიშნა.


სახელმწიფო სერთიფიკატი „მეან-გინეკოლოგია“ (1999 წ.) საქართველოს რადიოლოგთა მეორე საერთაშორისო კონგრესი (ქ. თბილისი, 2003 წ.), რადიოლოგთა სემინარი (ავსტრია), ქ. გრაცი (2005 წ.). ჩრდილოეთ ამერიკის რადიოლოგთა საზოგადოების საერთაშორისო კონგრესი. (RSNA) ქ. ჩიკაგო (2006წ.); საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია (ქ. ბათუმი)–,,ახალი მიმართულებები რადიოლოგიასა და ინტერვენციულ მედიცინაში“ (2007წ.); საქართველოს რადიოლოგთა მესამე საერთაშორისო კონგრესი (ქ. თბილისი 2010 წ.); საქართველოს რადიოლოგთა მეოთხე საერთაშორისო კონგრესი მომხსენებელი (ქ. თბილისი 2016წ.); 2016 წელს ის ყაზახეთში, ქალაქ ასტანაში მონაწილეობს რადიომამოლოგების ევროპულ სკოლაში. საქართველოს რადიოლოგთა მესამე საერთაშორისო კონგრესი (ქ. თბილისი) „ონკოლოგიურ დაავადებათა რადიოლოგიური დიაგნოსტიკა თხემიდან ტერფამდე“; საქართველოს რადიოლოგთა მეხუთე საერთაშორისო კონგრესი (ქ. თბილისი (2019წ.).

თეონა დარასელიას სამუშაო გამოცდილება ასე გამოიყურება: იძულებით გადაადგილებულთა სამედიცინო დახმარების საზოგადოება „აფხაზეთი“–მეან-გნეკოლოგი; სამშობიარო სახლი „ლაზარეთი“ (ქ. წნორი), რადიოლოგი, სამეანო-გინკოლოგიური კლინიკა „გინეკა“–რადიოლოგი; 2006 წლიდან დღემდე მოღვაწეობს აკადემიკოს ფ.თოდუას სახელობის „კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი“ რენტგენოდიაგნოსტიკის  განყოფილებაი.

2020 წლიდან დიპლომის შემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამის–ქალთა რეპროდუქციული სისტემების, ძუძუს პათოლოგიების რადიოლოგიური დიაგნოსტიკის აქტუალური საკითხებისა და საყრდენ მამოძრავებელი სისტემის რევმატიული დაავადებების რადიოლოგიური დიაგნოსტიკის დარგში წამყვანი რადიოლოგია.

გადის წლები, მეცნიერი ქალბატონის სამუშაო გრაფიკი უფრო და უფრო დატვირთულია. მის სამეცნიერო საქმეში ვხვდებით მრავალ მეცნიეულ ნაშრომს, როგორც კომპიუტერულ-ტომოგრაფიული ანგიოგრაიის როლზე, ასევე რეტგენოლოგიის და რადიოლოგიის საქმეში. ცნობილია, რომ თეონა დარასელია რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, მათ შორის სხვა მეცნიერებთან ერთადაც.

მისთვის სამეცნიერო მუშაობასთან ერთად უპირველესი ოჯახია. თეონას და პაატა გაბელიას ლამაზი და თბილი ოჯახი აქვთ. პაატა პროფესიით იურისტია. 20 წელი მუშაობდა საქართველოს პროკურატურაში პროკურორად და სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციაზე. ამჟამად მუშაობს იურიდიულ კომპანია „სამართლის სახლში“ ადვოკატად.

ისინი ორი შვილის მშობლები გახლავთ. ქალიშვილი ქეთევან გაბელია პროფესიით იურისტი, სამართლის მაგისტრი, მუშაობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში. ჰყავს მეუღლე ვასილ ფოცხვერია, პროფესიით ექიმი-დოქტორანტი. ჰყავთ ორი შვილი ნი და ლევან ფოცხვერიები.

ვაჟიშვილი–ნაპო გაბელია. ბიზნესის მართვისა და მენეჯმენტის მაგისტრი. მუშაობს კომპანია Ecohouse factory პროეტების მენეჯერის პოზიციაზე. ჰყავს შვილი ვაჩე გაბელია.

ბედნიერ დედას ბედნიერი შვილები და შვილიშვილები ჰყავს.

თეონა, ჩემო თანამემამულევ, მეამაყები. გისურვებ ახალ-ახალ წარმატებებს სამეცნიერო მუშაობაში ადამიანების კეთილდღეობისთვის. მსურს მუდამ ასე ლამაზი, თბილი და ტკბილი ცხოვრების თანაზიარი ყოფილიყო მეუღლესთან, შვილებთან და შვილიშვილებთან.

ღმერთი იყოს თქვენი დიდი ოჯახის მფარველი!
სიყვარულითა და პატივისცემით ნანი კილასონია.

გაზეთი „ხობის მოამბე# #5 აპრილი 2021 წელი