2008 წლის ომის ხობელი გმირები

  



გოგა ბერაია-რეზერტვისტი
დაიბადა ხობში (პირველი ხორგა) 1986 წელს . სწავლობდა თბილისის წმინდა გრიგოლ ფერაძის უნივერსიტეტში, ეკონომიკის ფაკულტეტზე.(დაიღუპა სენაკის სამხედრო ბაზაზე).დაჯილდოებულია მედლით ,,მხედრული მამაცობისთვის 2008 წელს". დაკრძალულია სოფელ პირველი ხორგის სასაფლაოზე.

გოგა ჭითანავა-რეზერვისტი (სენაკი) დაიბადა ხობში, 1987 წელს. სტუდენტი, სწავლობდა თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში, მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე. დაჯილდოებულია მედლით ,,მხედრული მამაცობისთვის 2008 წელს".
დაკრძალულია სოფელ ხეთის სასაფლაოზე.



დათა ხურცილავა-რეზერვისტი
(სენაკი) დაიბადა ხობში, 1986 წელს. სტუდენტი, სწავლობდა თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში ფინანსები და საბანკო საქმე. დაჯილდოებულია მედლით ,,მხედრული მამაცობისთვის 2008 წელს".
დაკრძალულია ქ.ხობის სასაფლაოზე.

მიხეილ იოსავა-რეზერვისტი (სენაკი)
დაიბადა ხობში, 1986 წელს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. დაჯილდოებულია მედლით ,,მხედრული მამაცობისთვის 2008 წელს".
დაკრძალულია ქ.ხობის სასაფლაოზე.

ლევან ჭოჭუა - რეზერვისტი (სენაკი)
დაიბადა ხობში, 1985 წელს. სტუდენტი, სწავლობდა ქ. მოსკოვის ტქნიკურ უნივერსიტეტში შემდეგ სწავლა თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში გააგრძელა. დაჯილდოებულია მედლით ,,მხედრული მამაცობისთვის 2008 წელს".
დაკრძალულია მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე (ქ.თბილისი)


ლევან ტურავა - (ფოთი)
დაიბადა ხობში 1975 წელს. სწავლობდა თბილისის ჰუმანიტარულ-ტექნიკურ უნივერსიტეტში. დაჯილდოებულია მედლით ,,მხედრული მამაცობისთვის 2008 წელს".
დაკრძალულია სოფელ ხეთის სასაფლაოზე.

ზვიად დათუაშვილი - კაპრალი
(ფოთი) დაიბადა ხობში, 1983 წელს. დაამთავრა ნიკო ნიკოლაძის სახელობის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის წითელ დიპლომზე. დაჯილდოებულია მედლით ,,მხედრული მამაცობისთვის 2008 წელს".
დაკრძალულია სოფელ შუა ხორგის სასაფლაოზე.
გოგიტა ქარჩავა - კაპრალი
მსახურობდა ვაზიანში. დაიბადა ხობში, 1987 წელს. დაამთავრა სენაკის ,,აგრალურ-ეკონომიკური კოლეჯი".
დაჯილდოებულია მედლით ,,მხედრული მამაცობისთვის 2008 წელს
დაკრძალულია სოფელ შუა ქვალონის სასაფლაოზე.

რამაზ კიტია - დაიბადა ხობში
1975 წელს. შს. სამეგრელო ზემო-სვანეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომელი. დაიღუპა სოფელ ხურჩაში. დაჯილდოებულია ,,ვახტანგ გორგასლის მე-3 ხარისხის ორდენით".
დაკრძალულია სოფელ ახალი ხიბულის სასაფლაოზე.

dideba gmirebs!