ხობის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და მოადგილე მახარე ჩოკორაია ეწვივნენ, ბენეფიციარებს დამდეგი აღდგომის დღესასწაული მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.
„სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების და ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამის“ ფარგლებში სააღდგომო ნობათი135 ბენეფიციარს გადაეცა. პროგრამა ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.