ხობში, სახლს ხანძარი გაუჩნდა


 ხობში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე ერთსართულიან ხის სახლში ხანძარი გაჩნდა.

ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც ცნობილია, ხობის მუნიციპალიტეტის მერია დაზარალებულ ოჯახს შესაბამისად დაეხმარება.

ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.

წყარო: https://1tv.ge/news/khobshi-orsartulian-sakhlshi-khandzari-gachnda/?fbclid=IwAR3iFR1qvRBcH91NSoPC685RHZHUUvM0QqzUli09oqkrkMBth6-d5v-ZNZo