9 აპრილი- გამარჯვება ტრაგედიით...


რაც დრო გადის, ანუ რაც მეტად შევდივარ ასაკში, მით უფრო ვრწმუნდები, რომ უფალმა უაღრესად დიდი პატივი დაგვდო (არ დავესესხები აღმოსავლელ ბრძენს და არ ვიტყვი- დავისაჯეთთქო), რომ ასეთ საინტერესო და მასთან, რთულ პერიოდში მოგვიხდა ცხოვრება და მოღვაწეობა. ეპოქათა და წყობათა შეჯახების არათუ მოწმენი, უაშუალო მონაწილენი ვიყავით და გმირობა, როგორც ასეთი, თანმდევი მოვლენა გახლდათ ჩვენი ეპოქალური ტკივილებით სავსე ყოფისა.

რამდენი ცრემლი და რამდენი სისხლი... რამდენი სიხარული და ტკივილნაგრძნობი ბედნიერებანი... დაუმთავრებელი ვაი-ვიშის შემყურესა და შემგრძნობს, ვინძლო წამიერად გაგევლო გულში უპრობლემო და უსისხლო, უტრაგედიო და ჩუმი, მშვიდობიანი ცხოვრების უკეთესობა, მაგრამ ღმერთმამიყურთბალიშებას, ბრძოლათა ქარცეცხლში ყოფნა გვიმჯობინა და გავხდით ნებსითი თუ უნებლიე მონაწილენი საკაცობრიო მნიშვნელობის პერიპეტიებისა.

დიახ, საკაცობრიოსი, რამეთუ გლობალური ქარტეხილების გზაგასაყარზე მდებარეობა გვაყენებდა ისეთი რეალობის წინაშე, როცა ვერსად, ვერასდროს გაიქცევი და რომ იტყვიან- პლანეტარულ მზერას ვერ დაემალები!..


პირველი, რომელიც საკუთარი იდენტობისა და სახელმწიფოებრივი განსაზღვრულების აუცილებლობისთვის გვჭირდებოდა დამოუკიდებლობა გახლდათ. იმ ურჩხულის კლანჭებიდან დახსნა, რომელიც 70 წლის მანძილზე გამალებით ებრძოდა ქართულ სახელმწიფოებრიობას - ტრადიციისა და ენის დაკნინებიდან დაწყებული, საუკეთესო მამულიშვილების განადგურებით დამთავრებული ყველაფერს აკეტებდა ეროვნული სულისკვეთების ჩასაკლავად. ეს გახლდათ ომი გველეშაპთან და პატარა საქართველოსთვის თუ რას ნიშნავდა ეს, ადვილი მისახვედრი უნდა იყოს ყველასთვის.

ჩვენს ქვეყანას არასდროს კლებია თავდადებული შვილები და ამ ურთულეს პერიოდშიც გამოჩდნენ სიკვდილს შეგებებული ქართველები- ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას თაოსნობოთ. სწორედ ამ სწორუპოვარი გმირკაცების დამსახურება გახლდათ ხალხის შემზადებაახალი დიდგორისთვის, ეროვნული თვითშეგნების ამაღლებით თითოეული მოქალაქის განწყობის აღტკინება საცხრააპრილოდ!

დიახ, ქართული გენი და მოდგმა დაუპირისპირდადერჟავასდა წაგვარა ის, რაც მას ეკუთვნოდა, რომელიც მას საუკუნეებით სისხლადშობილი გადმოეცა სამემკვიდრეოდ. აჩეხეს, ტანკებითა და საწამლავი გაზებით დაუპირისპირდნენ, მაგრამ უფლისგან ბოძებული რწმენა ვერ წაგვარეს ივერიას! რუსეთის იმპერიამ უკან დაიხია!

ქართველების ერთად დგომამ და უშურველობამ გაიმარჯვა!.. 1989 წლის 9 აპრილმა გაჭრა სვრელი ახალი საქართველოსკენ, დიდი ბრძოლებითა და დაუსრულებელი იმედებით აღვსილი საქართველოსკენ!..

ვეხისტყაოსნებმასძლიეს ტანკებსა და ნიჩბებს, საწამლავებსა და სინდიყებს... ჩვენ გავიმარჯვეთ! ამის შემდგომ: 1990 წელის 28 ოქტომბერს საქართველოს სსრ-ის არჩევნებში კომუნისტური პარტია დამარცხდა და ხელისუფლება გადავიდა ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით მოქმედი პოლიტიკური ორგანიზაციისმრგვალი მაგიდათავისუფალი საქართველოსხელში.

1991 წლის 31 მარტს საქართველოში ჩატარდა რეფერენდუმი, რომლის დროსაც მოსახლეობას პასუხი უნდა გაეცა კითხვაზე, სურდა თუ არა დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე.

რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო მოსახლეობის საერთო რაოდენობის 90,3 %-მა, რომელთაგან 9,9 %-მა კითხვას დადებითად უპასუხა. მათ შორის აფხაზებმა და ოსებმა, სომხებმა და აზერბაიჯანელებმა, ქურთებმა და ებრაელებმა, უკრაინელებმა და რუსებმა... ამის საფუძველზე, 1991 წლის 9 აპრილს მიღებულ იქნა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა იმას ნიშნავდა, რომ საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ იქნებოდა 1918-1921 წლებში არსებული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართალმემკვიდრე. თუმცა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მსოფლიოს სახელმწიფოებმა და გაერომ საქართველოს დამოუკიდებლობა ცნეს არა როგორც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართალმემკვიდრის, არამედ როგორც საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სამართალმემკვიდრე (საქართველოს ისტორიაში უფრო დიდი მნიშვნელობის პოლიტიკურ აქტს ძნელად თუ დაასახელებ).

ეს გახლდათ ეროვნული გენიის აბობოქრება, რომელიც 9 აპრილის ტრაგედიით, უდიდეს ლოგიკურ დასასრულამდე-გამარჯვებამდე მივიდა. და ეს გააკეთეს თავდადებულმა მამულიშვილებმა, ზვიადისა და მერაბის ხელმძღვანელობით, რომელთაც სიკვდილი არად უჩნდათ, ოღონდაც სამშობლოს, ეროვნულ მისიას წადგომოდნენ. აინშტაინუი ამბობს, მომავალ საუკუნეებში არ დაიჯერებენ ალბათ, დედამიწაზე ასეთი ადამიანები რომ დადიოდნენ... მათ შორის თქვენისთანები და ჩვენისთანები!..

ლაშა გვასალია
გაზეთი ხობის მოამბე #4 31 მარტი 2021 წელი