წიგნიდან: ,,გოგიტა
ჩიტაია, Gogita Chitaia, Гогита Читаиа,ხობის მუნიციპალიტეტი, Municipality of
Khobi, Хобский Муниципалитет, 2019 წ.’’
ხობის მონასტერი
ხობის მონასტერი
ეროვნული კატეგორიის ძეგლია. ხობის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს მდ.
ხობისწყლის მარცხენა ნაპირზე სოფელ ნოჯიხევში. გადმოცემით, იქ, სადაც ხობის
მონასტერი მდგარა 554 წელს ბიზანტიელებს
ღალატით მოუკლავთ გუბაზ მეფე, შემდეგ იქ მისი სულის მოსახსენებლად აუგიათ ეკლესია.
ასევე გადმოცემა ტაძრის აგებას მიაწერს დავით აღმაშენებელს, თამარ მეფეს, ცოტნე
დადიანს. მონასტრის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩნდა ძვ. წ.
აღ-ის VIII-VII საუკუნეების ძველკოლხური ნამოსახლარები, ადრექრისტიანული ხანის
ნაეკლესიარები, ხოლო თვით ტაძარი მდგარა გაცილებით უფრო დიდ ნატაძრალზე, რომელიც IX-X
საუკუნეებით თარიღდება. ნაგებობა ბევრჯერ გადაუკეთებიათ, საბოლოო
არქიტექტურული სახე XIII-XIV საუკუნეებში
მიუღია. ტაძარი შემკულია XIII-XVII საუკუნეების შესანიშნავი ფრესკებითა და
ჩუქურთმებით. იგი ითვლება სამეგრელოს მმართველების ძველ დადიანთა საგვარეულო და მათ
შორის წმინდანისა და ეროვნული გმირის ცოტნე დადიანის (XIII ს.) საძვალედ. საბჭოთა
ხელისუფლების დამყარებამდე ხობის ტაძარში იყო დასვენებული ქრისტიანობის უდიდესი
სიწმინდეები: ღვთისმშობლის კვართი, წმ. გიორგის ბარძაყი, იოანე ნათლისმცემლის
ნაწილი, მაცხოვრის წვერის ღერები, ღრუბელი, რომლითაც ჯვარზე გაკრულ მაცხოვრს ძმარი
მიაწოდეს, წმინდა მარინეს მკლავი, წმინდა კვირიკეს ხელის მტევანი, მეფე დავით
აღმაშენებლის საწინამძღვრო ჯვარი, თამარ მეფის გულსაკიდი ჯვარი, თამარ მეფის დედის
ბურდუხან დედოფლისეული მრავალნაწილიანი ხატი, რომლის შუაში ჩასმული იყო
ძელიცხოვლის ჯვარი, ხოფის თეთროსანი ღვთისმშობლის ხატი.ხობის მონასტერი და აქ
დასვენებული სიწმინდეები, განსაკუთრებით ღვთისმშობლის კვართი უხსოვარი დროიდან
იზიდავდა მნახველებს: სასულიერო პირებს, მეცნიერებს, მოგზაურებს... გვიან
შუასაუკუნეებში ფიქრობდნენ, რომ ღვთისმშობლის კვართი კონსტანტინოპოლიდან IX
საუკუნეში ხატთმებრძოლობის დროს, ან 1453 წელს კონსტანტინოპოლის დაცემის შემდგომ
უნდა ჩამოეტანათ ხობის მონასტერში. ადრინდელი უცხოური წყაროების მიხედვით
კონსტანტინოპოლში დაცულ სიწმინდეთა შორის არ იხსენიება კვართი და დიდი ალბათობით
შესაძლებელია იგი იერუსალიმიდან ჩამოესვენებინათ. 1923 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ
ანტირელიგიური კამპანიის დროს ხობის მონასტრის წმ. რელიქვიები ზუგდიდის, ხოლო
ხატები თბილისის მუზეუმებში გადაიტანა.
Khobi Monastery
Khobi Monastery is a monument of national category-an
architectural complex located in the Nojikhevi village, on the left bank of the
Khobistskhali river, 4.4 km away from the Khobi town. As legend has it, it is
the place where in 554 A.D. Gubaz, king of Egrisi (Lazika, Western Georgia) was
treacherously assassinated by the Byzantines. Later, on the memory of his soul,
a church was built on the spot.
The legends ascribe the
construction of the church to David the Builder, Queen Tamar or Tsotne Dadiani…
Archeological
excavations on the territory of the monastery have displayed the remnants of
ancient Colchis houses and the ruins of VIII-VII BC period. As for the Church
of Dormition of Our Lady, supposed to stand in place of a much larger church,
it dates back to the 10th or the 11th centuries. The
building has been rebuilt many times, acquired its final architectural image in
the 13th-or the 14th centuries. The church is decorated
by wonderful frescos and ornaments of the 13th and 17th centuries, and is
considered to be the family Crypt of the old Dadianis, the rulers of Megrelia.
Tsotne Dadiani (the 13th century), a saint and a national hero, is
supposedly buried here. Until 1923, in the Khobi temple were displayed the
major sacred objects of Christianity: the tunic of Our Lady, the thigh bone of
St. George, a bit of St. John Baptizer, some hairs from the beard of the
Savoir, the sponge used to offer vinegar to the crucified Savoir, the arm of
St. Marina, the hand of St. Cyricus, the leading cross of king David the
Builder the breast cross of Queen Tamar (pic. 67), the many-part icon of queen
Burdukhan, the mother of Queen Tamarwith a cross made of True Cross in the
middle, the Khofi icon of Our Lady in White, etc.
From time immemorial the
Khobi Monastery and the sacred objects exposed therein attracted many viewers,
among them ecclesiastics, scholars and travelers… During the late Middle Ages,
the tunic of Our Lady was believed to have been imported from Constantinople in
the 9th century during the Iconoclasm or in 1453, after the fall of
Constantinople. According to early Greek and Latin sources, the tunic is not
mentioned among the sacred objects kept in Constantinople, thus it is possible
to have been carried from Jerusalem in the Early Middle Ages. In 1923, during
the antireligious campaign, the Soviet government carried the sacred relics of
Khobi Monastery to the museum of Zugdidi, while the icons – to the ones of
Tbilisi.
Хобский монастырь.
Хобский монастырь-памятник национальной категории.
Это архитектурный комплекс, расположенный на левом берегу реки Хобисцкали, в
деревне Ноджихеви. От города Хоби до монастыря 4,4 кило-метра. По преданию, в
554 году византийцы около монастыря предательски убили Эгрисского (Лазикского,
западная Грузия) царя Губаза, а потом для поминания его души построили церковь.
Строительство храма приписывают Давиду Агмашенебели
(Строителю), Царице Тамар, Цотне Дадиани…
На территории монастыря во время археологических раскопок
были обнаружены остатки древнеколхидских поселений VIII-VII в. до рождества христова,
развалины церквей эпохи раннего христианства, а храм Успения Богородицы стоял
на ещё большей территории древнего храма, который датируется X-XI веками. Строение было много раз переделано,
конечный архитектурный вид приобрёл в XIII-XIV веках. Храм украшают замечатель-ные фрески XIII-XVII веков. Он считается фа-мильной криптой старейших правителей Мингрелии рода
Дадиани. Здесь должен быть захоронен национальный герой Цотне Дадиани (XIII в.), кото-рый причислен к лику
святых. До 1923 года в Хобском монастыре покои-лись величайшие
христианские святыни: Хитон Богородицы, бедренная кость Святого Георгия, часть
останков Иоанна Крестителя, часть бороды Спасителя, губка, с помощью которой
подали уксус Спасителю, распятому на кресте, рука святой Марине, кисть руки Святого Кирика, крест предводителя царя Давида Агмашенебели (Строителя),
нагрудный крест Царицы Тамар, икона, состоящая из нескольких частей с животворящим крестом в центре, которая
принадлежала матери Царицы Тамар, Бурдухан, Хобская икона Богородицы…
Хобский монастырь и хранящиеся здесь святыни, особенно Хитон Пресвятой
Богородицы, с незапамятных времён привлекали посетителей: духовных лиц, учёных,
путешественников… В позднем Средневековье считали, что Хитон Богородицы в Хоби
должен был привезён из Констан-тинополяв IX веке во время иконоборчества или
в 1453 году, после падения Константинополя. По ранним греческим и латинским
источникам, среди хранящихся святынь Константинополя не упоминается Хитон
Богородицы. Возможно он был привезён из Иерусалима в раннем Средневековье. В
1923 году, во время антирелигиозной кампании, советское правительство
пере-везло святые реликвии Хобского монастыря в музей города Зугдиди, а ико-ны
в музей Тбилиси.
ფოტო მასალის გამოყენებისას, გთხოვთ გამოიყენოთ საავტორო უფლება
(მიუთითეთ ავტორის სახელი, გვარი )