ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაში წყლის სისტემის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის შესაბამისად მოეწყობა სათავე ნაგებობები, ჭაბურღილები, სატუმბი სადგურები და წყალშემკრები ჭები. სოფლისათვის მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაზე 8 მილიონ 875 ათასი ლარი დაიხარჯება და ადგილობრივი მოსახლეობა (300 ოჯახი) სრულად იქნება უზრუნველყოფილი 24-საათიანი წყალმომარაგებით.
წყლის სისტემის მშენებლობის პროცესს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორი გრიგოლ მანდარია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია და ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია გაეცნენ.
პროექტს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ ახორციელებს.