26.02.2021.
ფოთისა და ხობის ეპარქია, სოფელი ძველი ხიბულა.
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა მოინახულა მართალი ლაზარეს აღდგინების სახელობის საეკლესიო კომპლექსი და დაათვალიერა მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები.
აქ არის სახლი, სადაც საქართველოს პირველი პრეზიდენტი სიცოცხლეს გამოასალმეს. ეს ტრაგიკული მოვლენა გახდა კეთილმორწმუნე ხვიჩა შონიას და მისი მეგობრების შთაგონების წყარო, რომ შეეძინათ ამ სახლის მიმდებარედ არსებული მამული, სადაც დღეს მიმდინარეობს საეკლესიო კომპლექსის მშენებლობა;
ამასთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტი ამ სოფელში ახორციელებს მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს,რაც, სავარაუდოდ, კომპლექსთან ერთად დასრულდება.