ხეთაში გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს

 


ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციული ერთეულის კორცხოს უბანში გზის რეაბილიტიაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს.

 პროექტის შესაბამისად აშენდება ნაპირდამცავი გაბიონი; 1.8 კილომეტრზე დაიგება ცემენტ-ბეტონის საფარი;  მოეწყობა სანიაღვრე არხები და ეზოებში შესასვლელები.

  პროექტი, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებაც 1 მილიონ 487 ლარია, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.

 გზის რეაბილიტაციის პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია გაეცნენ.

უახლოეს დღეებში, ხეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ წინაგოლაში 3.5-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დაიწყება.