ნუგზარ წურწუმია კიევის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა

 


ნუგზარ წურწუმიამ (55 კგ) დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა ირანელი აბასპოურაგანი და კიევის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა

https://youtu.be/rqyck5kOC_g

კიევში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე  ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ნუგზარ წურწუმია ფინალნში ირანელ სპორტსმენს, საჯატ აბასპოურაჯანს დაუპირისპირდა. შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში მიმდიდინარეობდა და ქართველი მოჭიდავის გამარჯვებით დასრულდა 3:3. რადგან ბოლოს ქულა სწორედ ქართველმა სპორტსმენმა მოიპოვა, გამარჯვებულად ის გამოვლინდა.


ნახევარფინალში ნუგზარ წურწუმიამ ყირგიზ აბდულაევს მოუგო, მანამდე, მეოთხედფინალში კი თანაგუნდელს, რამაზ სილაგავას შეხვდა და დაამარცხა.


ნუგზარ წურწუმია მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონია.


ბრინჯაოს მედლების მფლობელები გახდნენ საქართველოს ნაკრების წევრები, რამაზ სილაგავა და გიორგი სულავა.