დეპუტატმა ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა


  ხობის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად ხორციელდება.

შავღელეში საჯარო სკოლის რეაბილიტაციის და პირველ ხორგაში საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესს ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბიადა ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია გაეცნენ.

სკოლის რეაბილიტაციის პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 2 მილიონ 193 ათას ლარს შეადგენს. სამუშაოზე დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა.

საბავშვო ბაღი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით შენდება.

სკოლამდელი დაწესებულების მშენებლობაზე 500 000 ლარი დაიხარჯება.

სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი კეთილმოწყობილ გარემოში წარიმართება.

facebook/khobi.ge