მაჟორიტარი დეპუტატი ხობში

 


ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია, ხობის მუნიციპალიტეტის მერთან გოჩა ქაჯაიასთან და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავასთან ერთად, მერიის წარმომადგენლებს, საკრებულოს წევრებს და თვითმმართველობის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს შეხვდა.

შეხვედრაზე ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის მიმართულებით დაგეგმილ და განსახორციელებელ პროექტებზე, მოსახლეობის წინაშე არსებულ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.
მაჟორიტარმა დეპუტატმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს პანდემიის პერიოდში გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა. ირაკლი ხახუბიამ ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებს მუნიციპალიტეტისთვის აქტუალური პროექტების განხორციელებაში მხარდაჭერა აღუთქვა.