გენეტიკოსი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ჯემალ რატიანი 1940 წელს ხობის რაიონის სოფელ პატარა ფოთში დაიბადა.
· 1958 წელს დაამთავრა პატარა ფოთის საშუალო სკოლა.
· 1963 წელს ჩაირიცხა და 1968 წელს წარჩინებით დაამთავრა საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტი.
· 1969 წელს ჩაირიცხა საბჭოთა კავშირის ციმბირის განყოფილების მეცნიერებათა აკადემიის ციტოლოგიისა და გენეტიკის ინსტიტუტის (ქ. ნოვოსიბირსკი) ასპირანტურაში, გენეტიკის განხრით.
· 1974 წელს დაიცვა დისერტაცია ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად.
· 1976-2006 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ზოოლოგიის ინსტიტუტში ხერხემლიან ცხოველთა გენეტიკისა და ეკოლოგიის განყოფილების გამგედ.
· 2000 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია - სპეციალობით გენეტიკა.
· 2000 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება.
· ჯემალ რატიანის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს ცხოველთა ბუნებრივ პოპულაციებში მიმდინარე გენეტიკური და ეკოლოგიური პროცესების ფუნდამენტალური საკითხების შესწავლა.
· ჯ. რატიანმა შეიმუშავა ცხოველთა ჰიბრიდიზაციის გენეტიკური საფუძვლები, შეისწავლა ჰეტეროზისის გენეტიკური ბუნება და პრაქტიკული გამოყენების თავისებურებანი, სახეობის მიხედვით ცხოველთა იმუნოგენეტიკური პარამეტრები და ორგანიზმის დონეზე მათი შესაძლო კორელაცია ჯანმრთელობასა და პროდუქტულობაზე.
· აღნიშნულ საკითხებზე მეცნიერს ადგილობრივ და საზღვარგარეთის სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებული აქვს 120-მდე ნაშრომი და მრავალი პოპულარული სტატია.
· 2006-2011 წლებში აკადემიური სტიპენდიანტი.
· პროფესორი ჯემალ რატიანი იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გენეტიკოსთა და სელექციონერთა საზოგადოების ცხოველთა გენეტიკის სექციის თავმჯდომარე.
· მიღებული აქვს სახელმწიფო მედალი მეცნიერების მიღწევების წარმოებაში დანერგვისათვის.
· 2010-2012 წლებში მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის გენეტიკის ინსტიტუტში მთავარ მეცნიერ-თანამშრომლად.
ბატონი ჯემალი არის, ცნობილი ექიმის, ლევან რატიანის ბიძა (https://www.mshoblebi.ge/kaleidoskopi/17989-qmikharia-rom-levani-gahyva-babuis-mamachemis-kvalsq-vin-iyo-levan-ratianis-babua.html).