
ხობის მუნიციპალიტეტის მერიამ შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა:

ნოჯიხევის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ კუთხე ნოჯიხევში გზის რეაბილიტაცია

საჯიჯაოს ადმინისტრაციული ერთეულის გაღმა საჯიჯაოში გზის რეაბილიტაცია

ხამისკურში (საქირიო) გზის რეაბილიტაცია

ხეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ოხვამეკარში წყლის სისტემის რეაბილიტაცია

ინფრასტრუქტურული პროექტები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.