ალექსანდრე (ალიოშა) წურწუმია


 ალექსანდრე წურწუმია დაიბადა 1917 წლის 20 აგვისტოს ხობის რაიონის სოფელ ქარიატაში

შრომითი საქმიანობა დაიწყო 1937 წელს ქალაქ ფოთში, სადაც სხვადასხვა დროს მუშაობდა საქალაქო გაზეთ „მგზნებარე კოლხიდელის“ ინსტრუქტორად, განყოფილების გამგედ, რესპუბლიკის გაზეთ „კომუნისტის“ და „ახალი კოლხიდელის“ ლიტმუშაკად. 1941-1946 წლებში იმყოფებოდა საბჭოთა არმიის რიგებში. ა. წურწუმია დაჯილდოებულია მედლებით „კავკასიის დაცვისათვის“ და „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვებისათვის“.

    გაზეთი "საქართველოს რესპუბლიკა" 1997 წელი

ა. წურწუმიამ 1950-1952 წლებში ჯერ რესპუბლიკური პარტიული სკოლა, ხოლო შემდეგ მოსკოვის უმაღლესი პარტიული სკოლა დაამთავრა. 22 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ხობის რაიონის პარტიულ აქტივს, ჯერ როგორც პარტიის ხობის რაიკომის მეორე მდივანი (1952 წლიდან), შემდეგ პირველი მდივანი (1986 წლის დეკემბრიდან). 1974-1980 წლებში მუშაობდა საქართველოს სასოფლო მშენებლობის მინისტრის მოადგილედ, 1980-1985 წლებში სამინისტროს პროფკავშირების გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარედ.

1982 წლიდან ა. წურწუმია არჩეული იყო ქალაქ ხობის საპატიო მოქალაქედ, აგრეთვე საქართველოს უმაღლესი საბჭოს ორი მოწვევის დეპუტატად, დაჯილდოებულია ორდენებით, მედლებით, საპატიო სიგელებით.

ალექსანდრე წურწუმია გარდაიცვალა 1997 წელს.
































გამოყენებულია: 60-80 წლებში ხობის ადგილობრივი  გაზეთის „კომუნიზმის მშენებელის“ რედაქტორის ნაირა ბუკიას აქრივიდან.

ფოტო მასალა მოიძია და დაამუშავა ირაკლი შონიამ