ქალაქ ხობში, შპს „სისხლის გადასხმის
საქალაქო სადგურის“ (სისხლის ბანკი) და ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით სისხლის
უანგარო დონორთა აქცია - „გაიღე სისხლი გაუზიარე
სიცოცხლე“ გაიმართა.
დონორთა აქციაში ადგილობრივი თივითმმართველობისა
და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წარმომადგენლებმა
მიიღეს მონაწილეობა.
„სისხლის გადასხმის საქალაქო სადგური“
დონორული სისხლისგან დამზადებული სისხლის კომპონენტებით ამარაგებს, როგორც ბავშვთა,
ისე მრავალპროფილურ კლინიკებს.
აქცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ჩატარდა.