ხობის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი 1 მარტს განახლდება.სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით საბავშვო ბაღები ფუნქციონირებას ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით განაახლებენ.