„NED“-ის მიერ დაფინანსებული პროექტი


 ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ინოვაციებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრის – „პროგრესის სახლის“ წარმომადგენლებმა საინფორმაციო სახის შეხვედრა გამართეს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავასთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ქარდავასთან და „ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა მამაცაშვილთან. სტუმრებმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს ორგანიზაცია „NED“-ის მიერ დაფინანსებული ორ წლიანი პროექტი, რომლიც მოიცავს თვითმმართველობის გაძლიერებას, მექანიზმების დანერგვა-გაუმჯობესებასა და მოსახლეობის ეფექტურ ინფორმირებას.